"C" კატეგორია:

"C" კატეგორიის მართვის უფლების მქონე პირებს უფლება აქვთ მართონ: ა) სატვირთო ავტომობილები,რომელთა სრული მასა აღემატება 3500 კგ-ს. ბ) "C" კატეგორიის შესაბამისი სატრანსპორტო საშულება 750 კგ-ზე ნაკლები მისაბმელით. "C" კატეგორიის მართვის უფლების მქონე პირებს, მართვის მოწმობის მიღებიდან ერთი წლის შემდეგ, უფლება აქვთ გადაიყვანონ მგზავრები სატვირთო ავტომობილის ძარით, თუ მგზავრთა რაოდენობა მძღოლის გარდა არ აღემატება რვას. გამოცდაზე დაიშვებიან 18 წლის ასაკიდან;

“C” კატეგორიის მართვის უფლების მისაღებად საჭიროა:

1) 30 კითხვიანი თეორიული გამოცდის ჩაბარება; 2) პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება სატვირთო ავტომობილით (უკუსვლით ბოქსში დაყენება, აღმართზე დაძვრა, რეგულირებული გზაჯვარედინის გავლა, უშლაგბაუმო რკინიგზის გადასასვლელზე გადასვლა და უკუსვლით პარალელური პარკირება) "C" კატეგორიისთვის გადამზადებული მძღოლები გამოცდაზე დაიშვებიან, თუ მძღოლის მოწმობაში აქვთ "B" ან "D" კატეგორიის ნებადამრთველი აღნიშვნა. მათ ვისაც უკვე აქვს “A” “B” “D” კატეგორიის მძროლის მოწმობა თეორიული გამოცდის გარეშე პირდაპირ დაიშვებიან პრაქტიკულ გამოცდაზე.

Copyright | ILO.GE | 2010