"D" კატეგორია:
"D" კატეგორიის მართვის უფლების მქონე პირებს უფლება აქვთ მართონ:
ა) სატრანსპორტო საშუალებები, განკუთვნილი მგზავრების გადასაყვანად,
რომლებსაც მძღოლის სავარძლის გარდა აქვთ რვაზე მეტი დასაჯდომი ადგილი
(შესახსრებული ავტობუსის გარდა);
ბ) "D" კატეგორიის სატარანსპორტო საშულება 750 კგ-ზე ნაკლები მისაბმელით.
"D" კატეგორიის მართვის უფლების მქონე პირებს, “C” კატეგორიის მძღოლის მოწმობის
მიღებიდან ერთი წლის შემდეგ, უფლება აქვთ შესაბამისად მოწყობილი სატვირთო ავტომობილის
ძარით, გადაიყვანონ რვაზე მეტი რაოდენობის მგზავრი.
"D" კატეგორიის მართვის უფლების მისაღებად საჭიროა:
1) 20 კითხვიანი თეორიული გამოცდის ჩაბარება;
2) პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება სატვირთო ავტომობილით (უკუსვლით ბოქსში დაყენება,
აღმართზე დაძვრა, რეგულირებული გზაჯვარედინის გავლა, უშლაგბაუმო რკინიგზის
გადასასვლელზე გადასვლა და უკუსვლით პარალელური პარკირება)
გამოცდებზე დაიშვებიან 21 წლის ასაკიდან;
"D" კატეგორიაზე გადამზადებული მძღოლები გამოცდებზე დაიშვებიან "B" ან "C" კატეგორიის მართვის
მოწმობის მიღებიდან ერთი წლის შემდეგ.
"E" კატეგორიის მართვის უვლების მქონე პირი "D" კატეგორიაზე გადამზადების შემთხვევაში აბარებს
მხოლოდ პრაქტიკულ გამოცდას.
"D" კატეგორიის ბილეთები განსხვავდება "A", "B", "C" კატეგორიის ბილეთებისაგან
|