ხშირად დასმული კითხვები:

* სად მდებარეობს სასწავლო მოედანი? სასწავლო მოედანი მდებარეობს თბილისის ზღვაზე, ლოტკინის მხრიდან. მიგნების სქემა იხილეთ განყოფილებაში "მდებარეობა" * როგორ უნდა მოვიდე? გადასასვლელი ხიდიდან გამოდის 222 ნომერი სამარშრუტო მიკროავტობუსი, რომელიც მიდის ლოტკინზე. უნდა გამოყვეთ აღნიშნულ მიკროავტობუსს ლოტკინის გადასახვევამდე, ახალ პოლიციამდე, სადაც დაგხვდებათ სასწავლო ავტომანქანა და მიგიყვანთ სასწავლო მოედანზე. ისინი ვინც მოდიან ტაქსით ან ნათესავის ავტომანქანით უნდა ამოვიდნენ თბილისის ზღვაზე ეგრედ წოდებულ "კრუგზე"(წრიულ მოძრაობასთან)სოკარის ბენზინგასამართ სადგურთან და შემოუხვიონ მარჯვნივ დაახლოებით 100 მეტრი. (იხ.მარშრუტის სქემა განყოფილებაში "მდებარეობა"). * სად მდებარეობს ავტოსკოლა? ავტოსკოლა მდებარეობს ცოტნე დადიანის 7 ნომერში სავაჭრო ცენტრ "ქარვასლა"–ში მე–5 სართულზე. * რამდენ დღეში დავიზეპირებ ბილეთებს? დაზეპირება სწავლების მიუღებელი ფორმაა. ავტოსკოლაში სწავლება მიმდინარეობს არა დაზეპირების არამედ შინაარსობრივად გააზრების პრინციპით, სწავლების პირველ ეტაპზე პედაგოგი მსმენელებს აუხსნის ყველა საგზაო ნიშნისა და მონიშვნის სახელწოდებას მათ მნიშვნელობას დადგმის ადგილებსა და მოქმედების ზონებს ამის შემდეგ მსმენელები პედაგოგის დახმარებით მსჯელობისა და ამოხსნის მეთოდით, გააზრებულად ხსნიან ყველა ბილეთს. * რამდენი დღე გრძელდება თეორიის შემსწავლელი კურსი? "B" კატეგორია 36 სამუშაო დღე. "C" კატეგორია 4 კვირა. "D" კატეგორია 4 კვირა. "E" კატეგორია 4 კვირა. "BC" კატეგორია 11 კვირა. * რომელ დღეებში ტარდება მეცადინეობები? თეორიული მეცადინეობები ტარდება ყოველდღე კვირის გარდა. პრაქტიკული მეცადინეობები ტარდება ყოველდღე დილიდან საღამომდე. ჩაწერა მიმდინარეობს წინასწარ. * რამდენ გაკვეთილში მასწავლი? მე შემიძლია ყველაფერი აგიხსნა ერთ გაკვეთილში. რამდენ გაკვეთილში ისწავლი ეს უკვე შენს მონდომებასა და გონებრივ განვითარებაზეა დამოკიდებული. მქონია შემთხვევა, როდესაც 5 გაკვეთილში, ნულიდან დამწყებს გამოცდა ჩაუბარებია, მაგრამ მქონია ისეთი შემთხვევაც, რომ 5 გაკვეთილში ზიგზაგში გავლა ვერ ვასწავლე. * ზუსტად ის მანქანაა გამოცდებზე რომ ყავთ? დავდიოდი შკოდაზე მაგრამ თურმე სხვა შკოდა ყოფილა და გამოცდაზე სულ სხვა დამხვდა. ჩვენი მანქანა არის აბსოლიტურად იგივე მარკა და მოდელი რაც გამოცდაზეა. განსხვავება მხოლოდ ფერშია. ჩვენი ლურჯია ხოლო საგამოცდო თეთრი. * როგორი მოედანი გაქვთ? მე სადაც დავდიოდი იქ თურმე არ იყო იმ ზომებში რაც გამოცდაზეა, თან უკუსვლას 4 ჯოხით ვსწავლობდი იქ კი 11 იყო. მოედანი მოწყობილია ზუსტად ისეთი თანმიმდევრობით, როგორც რუსთავის საგამოცდო მოედანი. ექვსივე ელემენტის ზომებიც და ჯოხების რაოდენობაც იგივეა რაც რუსთავში.

Copyright | ILO.GE | 2010